Saturday, May 2, 2015

ადამიანი და ბუნება

ბუნება (ლათ. natura, ბერძ. φύσις) — მატერიალური სამყარომსოფლიო, მთელი მატერია და ენერგია მის საწყის ფორმაში, მეცნიერული შესწავლის ძირითადი საგანი. ტერმინი ხშირად გამოიყენება ადამიანის არსებობის ბუნებრივი გარემოს მნიშვნელობით (ყველაფერი რაც ჩვენს ირგვლივ გვაკრავს, ადამიანის ხელით შექმნილის გარდა).
ბუნების ლათინური ეკვივალენტი natura მნიშვნელობით ენათესავება "დაბადებას", მაშინ როდესაც ბერძნული φύσις (ფიზის) უკავშირდება "ზრდას". ბუნების სპექტრი მოიცავს ყველაფერს უნივერსალურიდან სუბატომურამდე. მასში შედის ყველაფერი ცხოველური, მცენარეული და მინერალური; ყველა ნატურალური რესურსი და მოვლენა (ქარიშხალიჭექა-ქუხილიმიწისძვრა და მისთ.). ის ასევე მოიცავს ცხოველურ არსებათა ქცევასაც და უსულო საგნებთან დაკავშირებულ პროცესებსაც - თუ რა სახით იცვლება ეს საგნები.


             დედამიწისა    და    სიცოცხლის    წარმოშობა ბიბლიის     მიხედვით

ბიბლიის მიხედვით ღმერთმა დედამიწა შვიდ დღეში შექმნა:

  • პირველ დღეს ღმერთმა თავისი სიტყვით, არაფრისაგან შექმნა დედამიწა — აზელილი ტალახისმაგვარი უსიცოცხლო მასა, რომელზეც არ იყო სიცოცხლე და საშინელი წყვდიადი სუფევდა. პირველად მან თქვა - „იყოს ნათელი“ და დედამიწამ მიიღო სინათლე. ნათელს დღე უწოდა, ბნელს კი ღამე.
  • მეორე დღეს გაჩნდა ჰაერი (ატმოსფერო) და ცეცხლი.
  • მესამე დღეს - ოკეანეებიზღვებიწყაროებიმიწისქვეშა წყლები. წარმოიქმნა მიწა, მთები, ვაკეები, კუნძულები. სინათლისა წყლის მოქმედებით კი გაჩნდა მცენარეები.
  • მეოთხე დღეს - მზემთვარე, პლანეტები და ვარსკვლავები.
  • მეხუთე დღეს წყალში გაჩნდა თევზები და ზღვის ცხოველები. ამის შემდეგ კი ფრინველები.
  • მეექვსე დღეს გაჩდნენ ცხოველები, ქვეწარმავლები და ადამიანი.
  • მეშვიდე დღეს ღმერთმა დაისვენა.   


საქართველოს ''წითელი წიგნი'' და ''წითელი ნუსხა''

   საქართველოში გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობებს იცავს სახელმწიფო, შესაბამისი კანონმდებლობით. 2003 წელს მიღებულ იქნა საქართველოს კანონი ''საქართველოს ''წითელი ნუსხის'' და ''წითელი წიგნის'' შესახებ'' (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე N19 1.07 2003.)
კანონის ძირითადი მიზანია, საქართველოს ''წითელი ნუსხისა'' და ''წითელი წიგნის'' შედგენა, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვის და გამოყენების სამართლებრივი რეგულირება. დღევანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით, უზრუნველყოს საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული, გადაშენების საფთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვა და აღდგენა, სახეობრივი მრავალფეროვნებისა და გენეტიკური რესურსების შენარჩუნება.


ზოოპარკების დანიშნულება

ზოოლოგირმა პარკმა, როგორც დაწესებულებამ, სანამ ის დღევანდელ სახესა და დანიშნულებებს შეიენდა, მრავალი ცვლილება და ტრანსფორმაცია განიცადა. XIX-XX სს-ის განმავლობაში ზოოპარკები ვითარდებოდნენ და თანდათან მათი დანიშნულება, სამხეცეების ტიპის კოლექციებიდან - კონსერვაციულ ცენტრებამდე გარდაიქმნა. ახლა უკვე სიტყვასამხეცეს" ხმარობენ ძველი ტიპის ზოოპარკების აღსაწერად, რომლებიც ძირითადად ემსახურებოდნენ ცხოველების რაც შეიძლება დიდი რაოდენობის სახეობების გამოფენას და ფაქტიურად არ ითვალისწინებდნენ ცხოველთა კეთილდღეობისათვის აუცილებელ პირობებს. აქ მოხვედრილი ცხოველების უმეტესობა ბუნებაში იყო დაჭერილი და მათი ტყვეობაში გამრავლება ფაქტიურად არ ხდებოდა.
მეცხრამეტე და განსაკუთრებით მეოცე საუკუნიდან კი ზოოპარკებმა თვისობრივად ახალი სტატუსი შეიძინეს. მნიშვნელოვნად შეიცვალა და გაიზარდა მათი როლი და დანიშნულება. თანამედროვე ზოოპარკები სულ სხვა ტიპის დაწესებულებებად გადაიქცნენ. 

XX
საუკუნის დასაწყისში თბილისში კავკასიის ცხოველთა სააკლიმატიზაციო საზოგადოება ფუნქციონირებდა. საზოგადოება ველურ ცხოველებს ინახავდა, თუმცა ზოოლოგიური პარკის სტატუსი მინიჭებული არ ჰქონდა.
თბილისის ზოოპარკის ისტორია 1927 წლის 10 თებერვლიდან დაიწყო, როდესაც მშრომელთა დეპუტატების თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის დადგენილებით, აღნიშნული საზოგადოების ბაზაზე დაარსებულ იქნა ზოოლოგიური პარკი და მას ვერის ხეობაში 70 ჰა ოდენობის მიწის ფართობი გამოეყო.
ზოოპარკის პირველი დირექტორი .. ჰანსონი გახდა


ზოოპარკის  ტერიტორიაზე  ქცევის  წესები
  • არ შეიძლება ზოოპარკის ბინადარი ცხოველების კვება ვიზიტორების მიერ (ასეთი კვება არღვევს ცხოველის კვებით რაციონს, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მისი დაავადება და სიკვდილიც კი);
  • დაუშვებელია ბარიერებზე გადასვლა და ცხოველებთან ზედმეტად მიახლოვება, თქვენივე უსაფრთხეობისთვის;
  • დაუშვებელია შინაური ცხოველების შემოყვანა (თუ ეს ცხოველი არ მიჰყავთ ზოოპარკის ტერიტორიაზე არსებულ ვეტერინარულ კლინიკაში) ზოოპარკის ცხოველისა და ვიზიტორების უსაფრთოებისათვის;
  • აკრძალულია ალკოჰოლური სასმელების მიღება;
  • არ შეიძლება ნასვამ მდგომარეობაში და ცეცხლსასროლი, ან ცივი იარაღით შემოსვლა.


No comments:

Post a Comment